|
2022-09-23 12:07:29, 1144 ნახვა
პოლიტიკა
„ივანიშვილმა გამოგზავნა, შკოდებით არიან მოსული“ - ნინო გოგაშვილის განცხადებით, სახლში სუს-ის გამომძიებლები მივიდნენ
არაკაცმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ გამოგზავნა ჩვენთან, შკოდებით არიან მოსული, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ სახლში სუს-ის გამომძიებლები მივიდნენ. როგორც ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის წევრები უძრავი ქონების, 3 ავტომობილის ამოღების პროცესში იღებენ მონაწილეობას. "არაკაცმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ გამოგზავნა ჩვენთან, შკოდებით არიან მოსული რამდენიმე კაცი, ერთი საყვარელი ბიჭუნა ვიდეოსაც მიღებს, არაფერი გამორჩეთ, ავტომატებით რომ შემოვარდებიან, რომ დაინახონ როგორ გვტანჯავენ და კიდევ ერთი მაგალითი იყოს იმისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე საპირისპირო განცხადებას გააკეთებს. ვეკითხებით ვინ ხართ, სახელს და გვარს ვეკითხები, ტელეფონის ნომერს, არ მეუბნებიან, ითხოვენ კარის გაღებას", - ამბობს ნინი გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)