|
2022-09-22 18:17:17, 1197 ნახვა
პოლიტიკა
ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში გამართავენ
სამხედრო წვრთნები ირანის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალების მონაწილეობით გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС ავრცელებს. მათივე თქმით, წვრთნები 2022 წლის შემოდგომაზე ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება. "სამხედრო წვრთნები ირანის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალების მონაწილეობით შემოდგომაზე ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)