20:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 12:36:10, 1186 ნახვა

საზოგადოება
„PSP დაზღვევა“ ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით პირველ ხუთეულშია

„PSP დაზღვევა“ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოზიდული პრემიით ავტოდაზღვევის ხუთეულშია, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაში, მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებს თიბისი დაზღვევასთან ერთად.

პსპ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციებს და მოზიდული სადაზღვევო პრემით პირველ ხუთეულშია. 

„დაზღვევის ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამედიცინო დაზღვევის განვითარებას სხვადასხვა სტიმულირების მექანიზმებით და ამით გაიზარდოს  ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობის წილი. ასევე აუცილებელია დროულად გადაიდგას ნაბიჯები სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღებით.
 ნებაყოფლობითი დაზღვევის სტიმულირება და განვითარება არის კრიტიკულად 

მნიშვნელოვანი სამივე მხარისათვის. პირველ რიგში  მოქალაქე უკეთ დაცულია სამედიცინო რისკებისაგან, მეორეს მხრივ დაზღვევის ბიზნესი ვითარდება, ბოლოს კი მთავარია , რომ  სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსებს მიმართავს  მიზნობრივად სოციუალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებისათვის. 

საყურადღებოა სავალდებულო დაზღვევის განვითარება ქონებრივი რისკების მართვის მიმართულებით. ეს არის ის გზა და გამოსავალი რაც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. სავალდებულო დაზღვევით მცირდება ქონებრივი რისკები რაც მოსახლეობისთვის და კერძო ბიზნესისთვის დიდი ტვირთია“ - აცხადებენ “პსპ დაზღვევაში“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics