|
2022-09-22 11:47:09, 1167 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციების მე-8 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტის მომზადებასა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა ბლოკის 27-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ქვეყანაში პირველი ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ პუტინის განცხადებამ, უკრაინის ტერიტორიის ანექსიისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, პანიკა და სასოწარკვეთა აჩვენა. „აშკარაა, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის განადგურებას“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს მინისტრების შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ მინისტრების შეთანხმების თანახმად, სანქციების ახალი პაკეტი მიმართული იქნება "რუსეთის ეკონომიკის უფრო რელევანტური სექტორების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში მიმდინარე აგრესიულ ომზე". ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება ოქტომბრის შუა რიცხვებში, რა დროსაც სანქციების პაკეტის ფორმალიზება მოხდება. შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსებს მიმართა. მან არა მხოლოდ გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში, არამედ მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)