13:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 11:23:29, 1297 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ ნარსიას ადვოკატი - მძევლად აყვანილ პირებს, სავარაუდოდ, გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილ პირებს, სავარაუდოდ, გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს,- ამის შესახეებ გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა, დალი სალუქველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ გრიგოლ ნარსიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს, რათა დადგინდეს რამდენად მდგრადია მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

„ძალიან სავალალო, რთულ მდგომარეობაშია. დღეს ჩემი ინიციატივით ვარ მოსული, რომ მას შევხდე და გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდეთ. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების დაყენების საკითხს, თუ რა სახის აღკვეთ ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენ სასამართლოს, ალბათ ამასაც დაკავებული პირის ინიციატივით და მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია არის თუ არა ჯანმრთელობის, სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია იყო თუ არა აუცილებელი დაზიანებების მიყენება, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება",- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 20 სექტემბერს ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics