13:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 17:37:10, 1380 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - პუტინმა უპატივცემულობა გამოავლინა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ

პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინს სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს.

"პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, თურქეთის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics