21:34 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 12:29:13, 1034 ნახვა

საზოგადოება
ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად, მუნიციპალიტეტის მერია 500 000 ლარს გამოყოფს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მხატვრობის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯამში, 100-მდე კედელია მოხატული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი  ხელოვანების მიერ. 

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობაზე განაცხადა, აღნიშნული ნამუშევრები არამარტო აფერადებს ქალაქს, არამედ დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს თავიანთი შემოქმედებისა და ხედვის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. 

„დედაქალაქის ინფრასტუქტურული განვითარების ფონზე, მისი კულტურული იერსახეც იცვლება და ორგანულ კავშირში ებმება ქუჩის ხელოვნებასთან. ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევის პერსპექტივა, ბერლინისა და სხვა ევროპული ქალაქების მაგალითზე, ქართველმა ხელოვანებმა და კურატორებმაც დაინახეს და დასავლური ქვეყნების ურბანისტული კულტურის ორგანულ ნაწილად ქცეული Street Art-ის გადმოტანა, ქართულ რეალობაშიც გადაწყვიტეს. ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, უკვე 100-მდე კედელია მოხატული, მათ ავტორებს შორის არიან გამოცდილი უცხოელი არტისტები, ცნობილი ქართველი ხელოვანები და დამწყები ქუჩის მხატვრები, რომელთათვის ეს დიდი გამოწვევა იყო. ქუჩის მხატვრობის ფესტივალ „ნიკოსა“ და „თბილისი მურალ ფესტის“ ფარგლებში, ასევე კიდევ რამდენიმე ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ხელოვანის მიერ შექმნილი განსხვავებული თემატიკის ნამუშევრები არამარტო აფერადებს ქალაქს, არამედ ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და ხედვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეებს დაავალა, რომ ქუჩის მხატვრობა მეტად წახალისდეს და ამ მიზნით, ახალგაზრდა ხელოვანებთან შეხვედრა გამართონ. 

„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეთ ამ დარგის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ. 2019 წელს, დაახლოებით, 100 000 ლარი გამოვყავით მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. ეს თანხები ყოველწლიურად იზრდება. მზად ვართ, 500 000 ლარი გამოვყოთ, რომ თბილისი კიდევ უფრო ფერადი გახდეს. ახალგაზრდებს კი თავიანთი ნიჭის განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics