|
2022-09-21 11:46:16, 798 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება – ომი ან მშვიდობა - ისინი, ვინც დუმან, თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის
დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება – ომი ან მშვიდობა, - ასე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მაღალი დონის დებატებზე მსოფლიო ლიდერებს. მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის შეჭრას უკრაინაში "იმპერიალიზმის ხანის დაბრუნება" უწოდა და აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის მსოფლიოს. „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად ემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი აღარ არის დამოკიდებული ალიანსების სიძლიერეზე, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე... რაც ჩვენ ვნახეთ, არის იმპერიალიზმის ხანის დაბრუნება", - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვინც ომს დუმილით შეხვდა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, ჩაერთო "ახალ ცინიზმში", რომელიც მსოფლიო წესრიგს არღვევს. „ისინი ცდებიან. ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებენ... ისინი, ვინც დღეს დუმან, ერთგვარად, თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის, რომელიც არღვევს არსებულ წესრიგს“, - თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ განაგრძობს დიალოგს მოსკოვთან, „რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მოვიპოვოთ მშვიდობა“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)