12:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 11:31:11, 1591 ნახვა

ომი უკრაინაში
შოიგუ - 300 000 რუსი რეზერვისტი ჯარში გაიწვიეს

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის დროს რუსეთში 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი - თითქმის 25 მილიონი ადამიანი, ხოლო 1%-ზე ოდნავ მეტი ექვემდებარება ნაწილობრივ მობილიზაციას.

მინისტრის თქმით, ნაწილობრივ მობილიზაციას დაექვემდებარება ის, ვინც მსახურობდა, აქვს სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება.

ომისთვის სტუდენტებისა და წვევამდელების მობილიზებაზე საუბარი არ არის, დასძინა შოიგუმ.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან გამოცხადდა. განკარგულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics