22:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 10:26:06, 948 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა,- აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.

„სამშობლოს დასაცავად, საჭიროდ მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინადადებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.

შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

ამასთან რუსეთის პროპაგანდისტულმა საშუალებებმა RT- მა და რუსეთის "პირველმა არხმა" რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ეთერში მიმართვის შესახებ განცხადებები წაშალეს.

ცნობისთვის, რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ხერსონის ნაწილში 23-27 სექტემბერს გეგმავს.

24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics