04:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 21:41:15, 850 ნახვა

პოლიტიკა
EU-ს ელჩი - მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს

მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს. - ამის შეზახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეოლიგარქიზაციის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. 

„საკითხი ძალიან მარტივია და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის უნიკალური. ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა, გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მიმზიდველობას პერსპექტიული ინვესტორებისთვის. გადაწყვეტილება ქართველებზეა, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებითაც მიღწეული იქნება“. - ნათქვამია განცცადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics