14:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 12:41:02, 958 ნახვა

საზოგადოება
„ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული, მალევე გაისროლა“ - ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი

ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული, როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა,- ამის შესახებ ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ თავდასხმის ერთ-ერთმა თვითმხილველი, სოფო ნუცუბიძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბანკში ამ დრომდე რჩებიან სხვა მომხმარებლები.

„საქართველოს ბანკში მივდიოდი თანხის ჩასარიცხად, ჩექინი მქონდა გასაკეთებელი ბილეთზე და გვერდით "ავიაბილეთებში" შევედი უცებ, ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული, არაფერი განსაკუთრებული, როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა. გარედან დაიძახეს ნიღბიანია შესულია და ავტომატურად ვინც შევძელით გამოვიქეცით. რომ გამოვედი, ნიღაბი უკვე ჩამოწეული ჰქონდა და აკვირდებოდა გარეთ თუ იყო ვინმე, თქვეს, რომ თანხის გამოსატანად არიან შესულებიო, მე ეს არ დამინახავს", - თქვა თვითმხილველმა.

მისივე თქმით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ჯინსის ქურთუკი ეცვა, ეკეთა ნიღაბი და აკვირდებოდა გარეთ თუ იყო ვინმე.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics