14:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 16:22:51, 961 ნახვა

საზოგადოება
ფარმაცევტული რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს - გამოიწერა 1,522,640 ელექტრონული რეცეპტი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მე-2 ჯგუფის წამლების გაცემის 939  ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 49 შემთხვევაში ფაქტი დაფიქსირდა განმეორებით. სამართალდარღვევა როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა. გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის, მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ რეფორმას ახორციელებს. ცვლილების მიხედვით მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. ამასთანავე დაინერგა, წამლის გენერიკული რეცეპტის გაცემის სისტემა.

1 მარტიდან 16 სექტემბრამდე 1,522,640 ელექტრონული რეცეპტი გამოიწერა. 11 აპრილიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში კი გენერიკული სახით გაიცა 956,000 დანიშნულება.

რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics