23:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 15:04:48, 892 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავებს სიცრუეს უწოდებს

ეს ის სცენარია, რაც იყო ბუჩაში, - რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი იზიუმში აღმოჩენილ 440-ზე მეტი ცხედრის მასიურ საფლავებს სიცრუეს უწოდებს. 

როგორც პროპაგანდისტული მედია "ინტერფაქსი" წერს, პესკოვმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და დასძინა, რომ უკრაინული მხარე "ყველაფერს ერთი სცენარის მიხედვით აკეთებს". 

„ეს ის სცენარია, რაც იყო ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს ტყუილია“, - განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე და დაამატა: „რა თქმა უნდა, ჩვენ სიმართლეს დავიცავთ“.

შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს.

სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარის, ოლეგ კოტენკოს განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა  Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics