12:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 10:06:24, 1644 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მარიუპოლი, მელიტოპოლი, ხერსონი, დონეცკი - მალე ეს სიტყვებიც ხმამაღლა გაიჟღერებს, რადგან მათაც გავათავისუფლებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში მიღწეულ წარმატებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მალე იმ ქალაქებსაც გაათავისუფლებენ, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპაციის ქვეშ არის. 

მისი თქმით, შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ მთელი რიგი გამარჯვებების შემდეგ, ახლა გარკვეული სიჩუმეა, მაგრამ ეს მთავარი სიტყვებისთვის მზადებაა.

“შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ მთელი რიგი გამარჯვებების შემდეგ, ახლა გარკვეული სიჩუმეა, მაგრამ ეს არა სიჩუმე, არამედ ჩვენთვის მთავარი სიტყვებისთვის მზადებაა. მარიუპოლი, მელიტოპოლი, ხერსონი, დონეცკი, ევპატორია, იალტა, მალე ეს სიტყვებიც გაიჟღერებს ხმამაღლა, როცა ჩვენ ამ ქალაქებს გავათავისუფლებთ, რადგან მთელი უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი",- განაცხადა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics