|
2022-09-16 10:26:49, 856 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება
„ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სახელმწიფო - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას, გააკეთა თუ არა საქართველომ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინას დახმარებოდა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების უპირველეს მიზანს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. „უპირველესი მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, აქედან გამოვდივართ და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენ რეალობაში მყოფ ქვეყანას. ჩვენ არ ვართ რომელიმე კოლექტიური უსაფრთხოების წევრი და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მაღალი საფრთხის მატარებელი ვართ. ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)