|
2022-09-15 21:03:07, 1045 ნახვა
პოლიტიკა
სი ძინპინი - მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად ვაჩვენოთ პასუხისმგებლიანი მსოფლიო სახელმწიფოს მაგალითი
მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად ვაჩვენოთ პასუხისმგებლიანი მსოფლიო სახელმწიფოს მაგალითი. - ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მისივე თქმით, სწრაფად ცვალებადი მსოფლიო უნდა გადავიდეს მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე. "მსოფლიოს ფარგლებში, მთელი ისტორიისთვის აქამდე უნახავი ჩვენი დროის კოლოსალური ცვლილებების წინაშე, მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად ვაჩვენოთ პასუხისმგებლიანი მსოფლიო სახელმწიფოს მაგალითი და შევასრულოთ წამყვანი როლი, რათა ასე სწრაფად ცვალებადი მსოფლიო გადავიყვანოთ მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)