|
2022-09-15 19:07:49, 931 ნახვა
პოლიტიკა
ლელო - კობახიძის განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს
კობახიძის განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. - ამის შესახებ პარტია „ლელომ“ განაცხადა. მათივე თქმით, დღეს ქვეყნის მმართველი პარტია ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ადარებს და საქართველოს რეგიონების ოკუპაციაში რუსეთის, როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს როლის განეიტრალებას ცდილობს. "პოლიტიკური გაერთიანება "ლელო-საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ხელშესახებ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეხმიანება რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საერთაშორისო აღიარებას. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)