|
2022-09-15 18:41:04, 884 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა - თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს
თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით,რუსეთი საკუთარი ტერიტორიის ყველა საშუალებით დაცვის უფლებას იტოვებს. "თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს, რუსეთი იტოვებს უფლებას საკუთარი ტერიტორია ყველა საშუალებით დაიცვას. მსგავსი სცენარის არსებობის შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით, შესაბამისად ვიმოქმედოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)