|
2022-09-15 15:36:28, 1294 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - აჭარაში ტურიზმის განსავითარებლად 53%-ით მეტი დაიხარჯება
2023 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და სერვისი-ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 14 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით, უწყების ბიუჯეტი შემდეგ წელს შესაძლოა 53%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში გაიმართა. „2023 წელს, აჭარის ტურისტული პოტენციალის სამიზნე ქვეყნებში პოპულარიზაციისთვის +28%-ით მეტი, 6, 375 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელთან შედარებით 77%-ით იზრდება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისა და რეკლამის ბიუჯეტიც - სატელევიზიო რეკლამა; ინტერნეტ რეკლამა; ონლაინ-მარკეტინგი; გარე რეკლამა; რეკლამა ბეჭდური მედიის გამოყენებით; სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება; საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა. სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება. შემდეგი წლისთვის, აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს, მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით ბიუჯეტის 165%-ით გაზრდა იგეგმება და ჯამში, 3,000,000 ლარი დაიხარჯება - ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია; მთიანი აჭარის პოპულარიზაცია - ინფოტურები; სეზონური ფესტივალები. რაც შეეხება, რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ მიმართულებით შემდეგ წელს 692 000 ლარი დაიხარჯება, რაც ბიუჯეტის 134%-იან ზრდას ითვალისწინებს. ადამიანური რესურსების განვითარება და ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება - ტრენინგები; მომსახურების ხარისხის დადგენა; საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების გამოვლენა „მაგნოლია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)