|
2022-09-15 13:57:56, 961 ნახვა
პოლიტიკა
მელია - კობახიძე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!
კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, კობახიძე ამ განცხადებით ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნებას კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა". "მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას! მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა ქართული ოცნების მხარდამჭერების კობახიძე ამ განცხადებით, „ქართული ოცნების ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნებას კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!",- წერს მელია. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ 'როდესაც ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)