14:59 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 12:24:05, 845 ნახვა

საზოგადოება
თამილა ბარკალაიამ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში, ბელგიის უმაღლესი რანგის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ, მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს, ნიკოლ დე მურს და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებების და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას.

ბელგიის სახელმწიფო მდივნის თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ნიკოლ დე მურის განცხადებით, საქართველოში მიგრაციის მიმართულებით გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი გზა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა, რათა ისინი დაცულები იყვნენ არალეგალური მიგრაციისგან.

როგორც შეხვედრაზე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics