06:28 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 10:30:45, 1070 ნახვა

მსოფლიო
რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საქართველოში ჩამოვიდა

რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი საქართველოში ჩამოვიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

„ფორმულას“ ცნობით, ჟურნალისტი საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება.

„საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვედი, მე მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ. რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას, ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი კოლეგა არ შემოუშვეს, მათ შორის მიხაელ ფიშმანი, არ ვიცი, რა მიზეზით უთხრეს მას უარი. არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემების გარეშე უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა. პირადად მე საზღვარზე პრობლემა არ მქონია",-განაცხადა სობჩაკმა.

ცნობისთვის, სობჩაკი რუსეთში მოღვაწე კრიტიკული ჟურნალისტია. ამასთან, ის 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტი იყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics