|
2022-09-14 11:02:56, 1223 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო შეტევის განახლებაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო შეტევის განახლებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის შესახებ ორივე მხარე განცხადებას ავრცელებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთი 13 და14 სექრტემბრის ღამით და 14 სექტემბრის დილით, მათ პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის ქვემეხებითა და არტილერიით უხსნიდნენ ცეცხლს ლაჩინისა და ქალბაჯარის მიმართულებით. აზერბაიჯანის საპასუხო განცხადებას სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. „13-14 სექტემბრის ღამით ვითარება კვლავ დაძაბული იყო და აზერბაიჯანი ჯერმუქის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატებით ახორციელებდა თავდასხმებს.14 სექტემბერს, 08:00-ზე მოწინააღმდეგედ დაიწყო არტილერიის, ქვემეხებისა და მაღალი კალიბრის იარაღის გამოყენება ჯერმუქისა და ვერინ-შორჟას მიმართულებით”,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან . მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 49, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 50 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)