08:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 20:35:07, 1080 ნახვა

პოლიტიკა
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩაზე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.
 
„შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სატყეოს ქუჩა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირდათ, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. სამუშაოების შედეგად, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში დისკომფორტს აღარ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
 
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, გზის საფარი კაპიტალურად 13 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები. ხოლო ბორდიური, 2 900 გრძივ მეტრზე მოეწყო.
 
ინფრასტრუქტურული პროექტი, მთაწმინდის რაიონის გამგეობის  კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „პარმამ“  განახორციელა,  რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 800 000 ლარი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics