|
2022-09-13 17:18:59, 969 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი ვროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდნენ დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის 30 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები. მხარეებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, ადამიანური კაპიტალი, ინოვაციები, ციფრული კავშირები და სხვა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს გადაწყვეტილება - 30 წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გახდეს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დონორი სახელმწიფო, რომლის თაობაზეც დღეს ოფიციალურად გაფორმდება შეთანხმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის მიერ მიღებული გამოცდილება და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები, იძლევა შესაძლებლობას საქართველო ჩადგეს იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო ბანკის ჯგუფს, ჰქონდეს შესაძლებლობა შეღავათიან სესხებსა და გრანტებს სთავაზობდეს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ, განვითარებად ქვეყნებს. ქართულმა მხარემ სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)