|
2022-09-13 16:14:50, 824 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს შეხვდა
გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას - გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ქრისტიანებისა და სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი პროფესორი რეჯინა პოლაკი, ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი - რაბი ენდრიუ ბეიკერი, მუსლიმთა მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი ელჩი ისმაილ ჰაკი მუსა, ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობის სპეციალური მრჩეველი ევა საპიეზინსკა, რასიზმის, ქსენოფობიის საკითხებში ოდირი /ეუთო-ს მრჩეველი ტატიანა პერიჩი და ანტისემიტიზმის საკითხებში ოდირი/ეუთო-ს მრჩეველი მიკოლაი ვჟეჩენკოვსკი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის პოლიტიკასა და ბოლო წლებში გატარებულ იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა.
შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროკურატურასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ODIHR-თან მრავალწლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2015 წლიდან, საქართველოში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელია. დეპარტამენტი საქართველოს სახელით ყოველწლიურად აგროვებს სტატისტიკას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ და ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმები ბოლო წლებია პოზიტიურად ფასდება.
შეხვედრისას, მხარეებმა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო დისკრიმინაციულ დანაშაულებზე ერთიანი მეთოდოლოგიით, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სტატისტიკის 2020 წლიდან აწარმოებენ.
ეუთო-ს წარმომადგენლებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროკურატურის სტრატეგიაში განსაზღვრული აქტივობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ეუთოს როლი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მიმართულებით და ნაყოფიერი და საუკეთესო თანამშრომლობის ფორმატის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოხატეს.
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)