00:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 10:25:38, 979 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - სომხეთს და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტონ სამხედრო მოქმედებები

სომხეთს და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტონ სამხედრო მოქმედებები,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით,  შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ ცნობების შესახებ. 

 როგორც უკვე დიდი ხანია ავღნიშნეთ, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტდეს სამხედრო მოქმედებები",- აღნიშნულია განცხადრბაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ამასთან, 13 სექტემბრის ღამეს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, გაიმართა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანთან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გადასაჭრელად.                

სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად მიმართოს რუსეთის ფედერაციას "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ორმხრივი ხელშეკრულების დებულებების ამოქმედების მიზნით", ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაეროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics