|
2022-09-10 10:40:48, 1423 ნახვა
მსოფლიო
მეფე ჩარლზ III-სა და ლიზ ტრასს შორის ბუკინგემის სასახლეში პირველი აუდიენცია გაიმართა
მეფე ჩარლზ III-სა და დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრ, ლიზ ტრასს შორის ბუკინგემის სასახლეში პირველი აუდიენცია გაიმართა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა independent-ი აბრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩარლზ მესამემ პრემიერს უთხრა, რომ დედის გარდაცვალება იყო „მომენტი, რომლისაც ეშინოდა“. მათივე ცნობით, ტრასმა სამძიმარი გამოთქვა, ჩარლზმა მას მადლობა გადაუხადა და უთხრა: „ძალიან კეთილი ხარ, რომ მოხვედი - ვიცი, რამდენად დაკავებული ხარ“. ცნობისთვის, ლიზ ტრასი მოკლედ ესაუბრა მეფეს ტელეფონით ხუთშაბათს საღამოს, რათა თანაგრძნობა გამოეხატა დედის, დედოფალი ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერი მას პირისპირ ესაუბრა. ამასთან, ტრასმა მოუწოდა ქვეყანას, მხარი დაეჭირათ ახალი მონარქისთვის. მან განუცხადა დეპუტატებს, რომ მეფეს "აკისრია გასაოცარი პასუხისმგებლობა, რომელსაც ახლა ის იღებს ჩვენთვის", და დასძინა: "მიუხედავად იმისა, რომ ის გლოვობს, მისი მოვალეობისა და სამსახურის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა აშკარაა".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)