|
2022-09-09 15:07:00, 1352 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა ყოველწლიური აკრედიტაცია გაიარა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა, ყოველწლიური შეფასება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით წარმატებით გაიარა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს შეფასებით, ლაბორატორიის ქსელი აკმაყოფილებს სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის სტანდარტის მოთხოვნებს. ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია. „ 2022 წელს ლაბორატორიის სამივე მიმართულებას ახალი კვლევის მეთოდები დაემატა. სურსათის კვლევის მიმართულებით - ცხოველური წარმოშობის სურსათში სხვადასხვა ანტიბიოტიკების ნარჩენების განსაზღვრა; ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით - ცოფის დიაგნოსტიკა PCR მეთოდით; მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით - ფიტოპლაზმების სახეობრივი იდენტიფიკაცია. ლაბორატორიის ქსელში შემავალმა ცამეტივე ლაბორატორიამ (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, გურჯაანი, მარნეული, დუშეთი, გორი, ამბროლაური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, საჩხერე, მესტია) დაადასტურა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან. ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, გულისხმობს, რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი და ობიექტური. აკრედიტაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/Certificates“<- აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)