|
2022-09-09 12:57:17, 1360 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სრულად აჩერებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. საბჭოს ცნობით, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო კოდექსის ზოგადი წესები გავრცელდება. ევროკავშირის ცნობითვე, ეს გამოიწვევს სავიზო მოსაკრებლის 35-დან 80 ევრომდე გაზრდას, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების აუცილებლობას, ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზის გაცემის მკაცრ წესებს. „რუსეთმა გაუმართლებელი ომითა დამშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმებით, დაარღვია ნდობა და ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ჩვენი ურყევი ვალდებულების კიდევ ერთი მტკიცებულება“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუზანმა. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 12 სექტემბრიდან შევა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე. ამავდროულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, ევროკავშირი არ დააწესებს ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას, რადგან ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)