|
2022-09-08 18:12:01, 1278 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას, საქართველოს და სხვა მოკავშირე ქვეყნებს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას საქართველოს და კიდევ 17 ქვეყანას სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. 2.2 მილიარდი დოლარი საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში უკრაინისა და მისი 18 მეზობლის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოიყოფა. ამ ეტაპზე, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება დაახლოებით 15,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. "ნატო-ს მრავალი მოკავშირე ქვეყანა, რეგიონალური უსაფრთხოების პარტნიორები, რომლებსაც პოტენციურად რუსეთის მომავალი აგრესია ემუქრებათ. შვიდი თვე გავიდა პრეზიდენტ პუტინის მიერ თებერვლის უკრაინაში შეჭრიდან და ომის საშინელი მსხვერპლი კვლავ იზრდება. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა, 13 მილიონი უკრაინელი სამოქალაქო პირი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად აქციეს, შემზარავი ცნობები მიმდინარე სისასტიკეების შესახებ, რისკის ქვეშ მყოფი ატომური ელექტროსადგურები, საკვების დეფიციტი, საკვების ფასების მკვეთრი ზრდა მთელ მსოფლიოში. უკრაინის არაჩვეულებრივი ფრონტის დამცველები აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება,"- ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)