|
2022-09-08 15:40:53, 835 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოში უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო მიიტაცა“ - USAID-ი დოკუმენტს აქვეყნებს
დღეს 8 სექტემბერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს კორუფციისა და კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით სახელმძღვანელო პრინციპებსა და მითითებებს 2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა. - ნათქვამია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეირ შემუშავებულ დოკუმენტში მათივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ საქართველოში უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო მიიტაცა. "USAID- ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა, რაც უნდა გახდეს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შეფასების საგანი და ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედების საფუძველი, როგორიც არის კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვისა და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესება". - ნათქვამია დოკუმენტში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე დაყრდნობით საქართველოში გაზრდილი კორუფციის მიზეზად დასახელებულია ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი და ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთთან. "ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში, საქართველოს ეკონომიკის მზარდი დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკასა და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა". - ნათქვამია დოკუმენტში. ასევე დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია 2004-2012 წლებზე და შეფასებულია საქართველო, როგორც კორუფციასთან აქტიურად მებრძოლი სახელმწიფო,სადაც ქვეყანა სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს დგამდა კორუფციისა და კლეპტოკრატიის შესამცირებლად. აქვე აღსანიშავია, რომ 2004 - 2012 წლის შეფასების დროს ყურადღება ეთმობა ყველა იმ რეფორმას რომელიც ამ წლებში გატარდა კორუციასთან და კლეპტოკრატიასთან ბრძოლისთვის მათ შორის ლიციის რეფორმა, რომელიც სამართალდამცავი სისტემის გარდაქმნის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად არის აღიარებული. დამატებით შეგვიძლია ვთქვათ რომ დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმაზე თუ როგორ მოხდა წარმატებული ქართული რეფორმების ექპორტი სხვა ქვეყნებში რის მაგალითადაც მოყვანილია 2014 წელი უკრაინაში ეროვნული პოლიციის ქართული მოდელით მშენებლობის პროცესი. დოკუმენტი ძირითად ყურადღებას ამახვილებს ასევე სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილებებაზე კორუფციასთან მიმართებაში 2012 წლის შემდეგ სადაც ძირითად ბარიერებსა და პრობლემებს ხედავს - ოლიგარქიული მმართველობის დომირებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)