|
2022-09-08 14:57:49, 1288 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ჟურნალისტის, ბარბარა პლეტ აშერის Twitter-ზე დაყრდნობით ავრცლებს. ბლინკენის კიევში ვიზიტს ადასტურებს ამერიკული გამოცემა ABC News- იც. გამოცემის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო მიზეზი უკრაინის სამხედრო დახმარებაა. „აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვევა უკრაინას, კიევისა და მისი მეზობლების უსაფრთხოებისთვის დამატებითი 2,6 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ აშშ-ის განცხადებასთან დაკავშირებით“, - წერს ის. უკრაინის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განხილული იქნება საკითხი, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას და მის 18 მეზობელს, 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, მათ შორის არიან ნატოს წევრები და რეგიონალურ უსაფრთხოების პარტნიორები. ცნობისთვის, ეს არის დამატებით 675 მილიონი დოლარის მძიმე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის პაკეტი მხოლოდ უკრაინისთვის, რომელიც თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)