|
2022-09-08 13:03:39, 1476 ნახვა
რეგიონი
პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ
აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოგზაურობა გრძელდება. რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამჯერად პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ბოტანიკური ბაღისა და გონიოს ციხის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია მოეწყო. „დეპარტამენტის მოწვევით სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ჩეხეთიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათაო ოფისიდან ეწვევიან. პრეს და ინფოტურების შედეგად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)