01:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 10:17:24, 1187 ნახვა

საზოგადოება
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ღონისძიება „აღმოაჩინე ქართული ღვინო" გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  გამართულ ღონისძიებას „აღმოაჩინე ქართული ღვინო",  300-მდე სტუმარი  დაესწრო. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის პროფესიონალები, სარესტორნო და სასტუმრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები.  

ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, სადაც იმპორტიორების მიერ 200-მდე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.

საქართველოს მეღვინეობის ისტორიასა და  თანამედროვეობის შესახებ,  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ და ცნობილმა იაპონელმა სომელიემ, მოტოჰირო ოკოშიმ ისაუბრეს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan" და „Wine and Gourmet Japan". ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში და ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში.

განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2022 წლის 8 თვის მონაცემებით, იაპონიაში  200 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 80%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics