17:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 10:15:59, 1132 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ საქმიანობის უფლება შეუზღუდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე შპს „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ კუთვნილ სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე წარუდგინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ არ არის შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებები. მათ შორის, საწარმო ღამის საათებში ფუნქციონირებდა გაუმართავი ტექნიკური დანადგარების გამოყენებით და არ იცავდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ტემპერატურულ რეჟიმს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები, განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics