|
2022-09-07 18:12:14, 1427 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან და გერმანიაში საქართველოს ელჩთან ერთად ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. დელეგაციას ადგილზე გააცნეს პენიტენციური სისტემის მართვის გერმანული მოდელი, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მსჯავრდებულთა განათლების, სპორტისა და დასაქმების პროგრამები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და არსებული ცოდნა პენიტენციური სამსახურების გამართული ფონქციონირების მიმართულებით. რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს პროექტებზე ისაუბრა. "შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „ციფრული უნივერსტეტის" კონცეფცია, რომლითაც გერმანული მხარე დაინტერესდა. ამ პროექტის მეშვეობით მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა ონლაინ-ფორმატში, დისტანციურად ჩაერთონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესში. ,,ციფრულ უნივერსიტეტთან" დაკავშირებით გერმანია საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით მომავალში ითანამშრომლებს. ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძემ პრობაციონერებისთვის შექმნილ ინოვაციური ტექნოლოგიურ მოწყობილობა „PROBBOX-ზე" ისაუბრა. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. იუსტიციის სამინისტროს ამ პროექტებით უკვე დაინტერესდნენ მეზობელი ქვეყნები და საქართველო მზად არის მათ ეს გამოცდილება გაუზიაროს. პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებას 10 წლიანი განვითარების გეგმაში გაწერილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის, ახალი, მცირე ზომის ე.წ. ოჯახური ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, სწავლაზე მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, მსჯავრდებულთა საკნის გარე აქტოვობების ხელშეწყობა, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობს პატიმრების დასაქმებასა და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)