07:31 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 17:34:52, 1375 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - უკრაინის ომში დასავლეთის პროვოკაციულ პოლიტიკას მხარს არ ვუჭერ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, განაცხადა, რომ დასავლეთის „პროვოკაციულ“ პოლიტიკას უკრაინის ომთან დაკავშირებით მხარს არ უჭერს.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები ჩვეულებრივი იარაღის ნაცვლად უკრაინას "ჯართს" უგზავნიან.

"მათთვის, ვინც რუსეთს სერიოზულად არ აღიქვამს, შემიძლია ვთქვა, რომ ცდებით. მე ღიად ვაცხადებ დასავლეთის პოზიციის სიმცდარეს. იმიტომ რომ დასავლეთის ქმედებები მხარეების პროვოცირებას იწვევს. ისინი აცხადებენ სამხედრო მხარდაჭერას. თუმცა, ძველი იარაღი და ჯართი დასავლეთში. უკრაინას ეგზავნება. თურქეთი იცავს დაბალანსებულ პოლიტიკას უკრაინისა და რუსეთის მიმართ. ამავდროულად, მე არ ვუჭერ მხარს დასავლეთის პროვოკაციულ კურსს. ანკარა უკრაინაში ცეცხლის ადრეული შეწყვეტის მომხრეა. თუმცა, მიმდინარე პროცესები იმაზე მიუთითებს, რომ ომი მალე არ დასრულდება,"- განაცხადა ერდოღანმა ბელგრადში სერბ კოლეგა ალექსანდრე ვუჩიჩთან შეხვედრისას.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპამ ენერგეტიკული კრიზისი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics