17:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 13:00:50, 713 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინაააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პაციენტებთან კომუნიკაციის და COVID-19-ის საწინაააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს მუნიციპალიტეტში მოქმედი ოჯახის ექიმები და მედდები ესწრებოდნენ.

"ტრენინგზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდება ტრენერებმა ნინო სარიშვილმა, თეონა ქაშიბაძემ და ეკატერინე ფაღავამ ისაუბრეს COVID-19-ით დაავადების რისკებზე, სამედიცინო პერსონალის როლზე ვაქცინაციისადმი ნდობის ამაღლებაში, თანაცხოვრება ვირუსთან ერთად, ვაქცინაცია, ბუსტერ დოზის მიღება და სხვა.

ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია და დაავადებათა მართვის  და კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ტარდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ცენტრისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics