|
2022-09-06 12:22:21, 720 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - კრემლი უკმაყოფილოა ტრასის გამარჯვებით, მას ჩვენზე კარგი არაფერი უთქვამს
ეს სიახლე რუსეთს დიდ ოპტიმიზმს არ მატებს,- ასე გამოეხმაურა რუსეთის დიქტატორის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის დანიშნვას. მისი თქმით, ტრასის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში იყო აგრესიული, არამეგობრული და არაკონსტრუქციული. „მას ჩვენზე კარგი არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც, სინანულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი განცხადებები ჩვენს მიმართ იყო აგრესიული, არამეგობრული და არაკონსტრუქციული. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ბევრი არაფერი შეიცვლება",- განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, მოსკოვი არ უარყოფს ლონდონთან ურთიერთობების გაუარესებას ბრიტანეთის „არაგონივრული“ და არაპროგნოზირებადი ნაბიჯების გამო. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“, - დასძინა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტზე ლიზ ტრასი შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)