01:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 15:58:58, 515 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ, „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მიიღო

საქართველოს მთავრობამ, „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მიიღო

„2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის”  შემუშავება განპირობებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი 2022-2026 წლებისთვის გარემოს დაცვის კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და ქვეყანაში გარემოს მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, ქვემდებარე უწყებები, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები. დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაიმართა თემატური საჯარო განხილვები, სადაც ჩართული იყვნენ ყველა დაინტერესებული პირი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა“ მოიცავს წყლის რესურსების დაცვას, შავი ზღვისა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის ხელშეწყობას, ატმოსფერული ჰაერის, მიწის რესურსების, ნარჩენების მართვას, ტყის მართვას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების დაცვას, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი განათლების მდგრად განვითარებას.

თითოეულ პრიორიტეტთან მიმართებით გათვალისწინებულია არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო, გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამითა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ქმედებები. ზოგადად, გატარებული რეფორმები და ბოლო პერიოდის მიღწევები.

პროგრამით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების სავარაუდო ბიუჯეტი აღემატება 3 მილიარდ ლარს, რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად გათვალისწინებულია დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიღებული თანხები.

პროექტის განხორციელების ვადა მოიცავს 2022-2026 წლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics