|
2022-09-05 15:38:40, 2961 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის ახალი პრემიერის ვინაობა ცნობილია - ბორის ჯონსონს ლიზ ტრასი შეცვლის
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა უკვე ცნობილია. ბორის ჯონსონს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი შეცვლის. ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად დასახელდება და ის პრემიერი ოფიციალურად ხვალ გახდება მას შემდეგ, რაც დედოფალს ბალმორალში ეწვევა.
ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)