|
2022-09-02 14:46:15, 1596 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის დაფინანსებით 50 სტუდენტი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად პროგრამის - ,,სწავლა საზღვარგარეთ" გამარჯვებულებს შეხვდა და წარმატებები უსურვა. პროგრამა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ფინანსდება და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა. ასევე, მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2022 წლიდან პირველად, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან. წელს საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად საზღაო აკადემიის საბაკალავრო საფეხურის 13 სტუდენტი გაემგზავრება. პროგრამის ბიუჯეტი მუდმივად მზარდია და 2022 წელს 800 ათასი ლარი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)