04:13 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-01 11:11:00, 1365 ნახვა

მსოფლიო
ენერგოდარის დაბომბვის მიხედავად, IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ( IAEA ) მისია გაემგზავრა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებმა ენერგოდარის დაბომბვა დაიწყეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტოს გენერალურმა მდივანმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა, მისიამ იცის "რაიონში გაზრდილი სამხედრო აქტივობა", მაგრამ დამკვირვებლები შუა გზაზე გაჩერებას არ აპირებენ.

„ამ სფეროში არის გაზრდილი სამხედრო აქტივობა. სადაც აქამდე მივედით, ჩვენ არ გავჩერდებით”,- განაცხადა გროსიმ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ ჩავიდა.

როგორც IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, ელექტროსადგურზე ექსპერტები "რამდენიმე დღის" გატარებას გეგმავენ.

ამასთან, ქალაქის მერის დმიტრო ორლოვის განაცხადებით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარი დაბომბეს.

მისი თქმით, დაზარალდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები კოოპერატივებში გარეუბნებში, ასევე სპეციალიზებული სამედიცინო და სანიტარული განყოფილების მისაღები ოთახი, მაღაზია და საბავშვო ბაღები.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics