04:13 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 11:03:21, 1456 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - გორბაჩოვი იყო შესანიშნავი ხედვის ადამიანი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. და ამბობს, რომ ის იყო "შესანიშნავი ხედვის მქონე კაცი".

ბაიდენის თქმით, გორბაჩოვი საკმარისად მამაცი იყო, რომ მიეღო დემოკრატიული რეფორმები და ბირთვული განიარაღება.

"ეს იყო იშვიათი ლიდერის საქციელი, რომელსაც ჰქონდა წარმოსახვა იმის დანახვის, რომ განსხვავებული მომავალი იყო შესაძლებელი და გამბედაობა, რომ მთელი თავისი კარიერა გარისკო მის მისაღწევად. შედეგი იყო უფრო უსაფრთხო სამყარო და მეტი თავისუფლება მილიონობით ადამიანისთვის",- დასძინა ბაიდენმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 30 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს ერთადერთი და ბოლო პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics