|
2022-08-31 09:45:46, 1246 ნახვა
მსოფლიო
„ტვინი წაიღეს რუსოფობიური კრიახით“ - მედვედევი სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც რუს ტურისტებს სავიზო რეჟიმის გამარტივებულად მიღება უნდა შეუჩერდეთ. მედვედევის თქმით, ევროპელმა უფროსებმა “ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით”. "ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს", - წერს მედვედევი. ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რათა შეზღუდონ რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობა. როგორც Financial Times იუწყება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ გადაწყვეტილების მიღებას პრაღაში ორდღიან შეხვედრაზე გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)