|
2022-08-29 17:28:51, 1202 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - თურქული ბაზრის გახსნით და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესებით, წამლის ფასის პრობლემა მოგვარდება
„ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, თუ რა დანაზოგი ჰქონდა ჩვენ მოსახლეობას. დღეისათვის ათობით მილიონი ლარია დაზოგილი. ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ეს მხოლოდ თურქული მედიკამენტების შემთხვევაში. დამატებით, რეფერენტული ფასების დადგენის შემდეგ, ასევე ველოდებით მნიშვნელოვან გაიაფებას“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითქმის ყველა ევროპულ და ასევე რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, სადაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები უკვე დანერგილია, მედიკამენტების ღირებულება 40-დან 70 პროცენტამდე შემცირდა. „ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც თურქული ბაზრის გახსნით, ასვე რეფერენტული ფასების დადგენით, ერთხელ და სამუდამოდ, გრძელვადიანად ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში. „ექსპერტები გასული, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნების შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია. ამ ქვეყნებში მედიკამენტების ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების, სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების, ასევე რითეილის მარჟის გათვალისწინებით, დაწესდება ის მაქსიმუმი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებაზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება, რომ საცალო ქსელში ჰქონდეს მედიკამენტს. ჩვენ ამას ძალიან ოპერატიულად მიყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა და უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული მედიკამენტების და ონკოლოგიური პრეპარატებისთვის გვექნება რეფერენტული ფასები, რაც პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში გაეშვება. შემდეგ ეტაპზე, უკვე მთლიან მოხდება რეფერენტული ფასების დაწესება და ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება, მოლეკულების დონეზე“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)