07:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 10:50:44, 2474 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - დაშავებულია 10 ადამიანი

ენერგოდარში ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ უბანზე განხორციელებული სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ტელეგრამ არხზე ენერგოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა. 

მერის თქმით, სახლებთან გაჩერებული სულ მცირე 20 მანქანა განადგურდა და დაზიანდა.

"დილის მდგომარეობით, დანამდვილებით ცნობილია ენერგოდარის 10-მდე მკვიდრი, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი ნამსხვრევები ენერგოდარის საცხოვრებელი უბნების ღამის დაბომბვის შედეგად. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 28 აგვისტოს რუსმა დამპყრობლებმა იერიში მიიტანეს ენერგოდარის ორ მიკრორაიონზე. 

შეგახსენებთ, რომ ენერგოდარი ოკუპირებულია. ასევე, მარტის დასაწყისიდან რუსეთი აკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. დამპყრობლებმა სადგურის ტერიტორიაზე არაერთხელ გაისროლეს და რამდენიმე ობიექტიც კი  დააზიანეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics