05:35 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-27 13:06:00, 1468 ნახვა

მსოფლიო
აშშ უკრაინისთვის 182 მილიონო დოლარის NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს შეიძენს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, გააფორმა კონტრაქტი Raytheon Co-თან ეროვნული მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემების (NASAMS) შესაძენად.

როგორც პენტაგონის განცხადებაშია ნათქვამი, ტრანზაქციის მოცულობა 182,2 მლნ დოლარია, სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღი კი, 2024 წლის 23 აგვისტოა. 

ამ კვირაში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 3 მილიარდი დოლარის ოდენობით. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, ეს პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში, იქნება გრძელვადიანი ინვესტიცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, რომელიც აგრძელებს მისი სუვერენიტეტის დაცვას.

ახალი პაკეტის ფარგლებში, შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას უკრაინას მიაწოდოს ექვსი დამატებითი NASAMS, ასევე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა სხვადასხვა ტიპის იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობისთვის.

ამერიკული დახმარების წინა ტრანშებისგან განსხვავებით, მიმდინარე პაკეტიდან თანხა განკუთვნილია იარაღის მწარმოებლებისთვის შეკვეთებისთვის.

პენტაგონმა განაცხადა, რომ 2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა ან გეგმავს 13,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics